1. New Cars
  2. NX
იყავით კონტაქტზე
გამაოგნებელი ახალი შესახედაობა, რევოლუციური ელექტრიფიცირებული სამუშაო მახასიათებლები სრულიად ახალ NX 350h თვითდამუხტვად ჰიბრიდს და NX 450h plug-in ჰიბრიდს ყველა ლუქს კლასის საშუალო ზომის ქროსოვერისგან გამორჩეულს ხდის. ინტერიერში მოგხიბლავთ Takumi-ს ოსტატობა, ხოლო მოწინავე Lexus Link-ის კავშირის ფუნქცია და უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System+ უზრუნველყოფს თქვენს თავდაჯერებულობას და უსაფრთხოებას.  

სამუშაო მაჩვენებლები

  • თავის კლასში მოწინავე ჰიბრიდის და PLUG-IN ჰიბრიდის ძრავები

    Lexus Plug-in ჰიბრიდის და Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდის მოწინავე ძრავების წყალობით, ახალი NX არის უფრო ეკოლოგიურად მეგობრული და მეტად ეკონომიური, საშუალო ზომის ბენზინის და დიზელის ქროსოვერებთან შედარებით. Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი NX 350h-ს ანიჭებს მეტ სიმძლავრეს და აჩქარებას, თავის კლასში საუკეთესო ეკონომიურობას და ემისიების დაბალ დონეს.

    აფართოებს რა Lexus-ის ელექტრიფიცირებული ძრავების სპექტრს, NX 450h+ ამკვიდრებს ახალ სტანდარტს plug-in ჰიბრიდებისთვის. შთამბეჭდავია არა მხოლოდ 80 კილომეტრის გავლის შესაძლებლობა ქალაქში EV რეჟიმით და ემისიების ნულოვანი დონე, არამედ 306 ცხენის ძალის სიმძლავრე და შთამბეჭდავი აჩქარების უნარიც. ეს არის თავის კლასში ჰიბრიდის საუკეთესო ეკონომიურობა, როცა ელემენტი დამჯდარია და არც კომპრომისის გაწევა ხდება საჭირო - არც საბარგულის სივრცის და არც საწვავის ავზის ტევადობის ხარჯზე.

  • TAZUNA-ს სალონი                                                                                           

    გამაოგნებელი "Tazuna"-ს კონცეფცია პირველად წარმოდგენილ იქნა LF-30-ის დიზაინის ფარგლებში და დაინერგა ახალ NX-ზე. NX-ის სალონი შეიქმნა იმისთვის, რომ მართვით შეუდარებელი შთაბეჭდილებები მიიღოთ, რასაც განაპირობებს გზასთან მაქსიმალური კონტაქტი და ხელზე მორგებული საჭე. ამის შთაგონებას კი წარმოადგენს მხედრისა და ცხენის კავშირი აღვირის საშუალებით (Tazuna).

  • მართვის რეჟიმის არჩევა                                                                                      

    საჭესთან განლაგებული მართვის რეჟიმის გადამრთველის საშუალებით, მძღოლს შეუძლია არჩევანი გააკეთოს Eco, Normal დ��� Sport რეჟიმებს შორის, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ავტომობილის ეფექტურობა, დინამიკურობა და დახვეწილობა. Eco და Normal რეჟიმების გარდა, ახალ NX F SPORT-ს გააჩნია დამატებითი Custom, Sport S და Sport S+ რეჟიმები.

ჩვენს სახელგანთქმულ Global Architecture K-პლატფორმაზე აგებულ NX-ს გაუჩნდა არაერთი დინამიკური გაუმჯობესება, მათ შორის გაზრდილი მოჭიდება და რეაგირებადობა. უფრო ფართო პროტექტორი და უფრო დაბალი სიმძიმის ცენტრი უზრუნველყოფს ჩინებულ მართვადობას და სიმტკიცეს. ავტომობილის მართვის გასაუმჯობესებლად, Lexus-ის ინჟინრებმა კვლევების შედეგად გამოიყენეს ლაზერული შედუღების ტექნიკა, წებოვანი მასალით დაკავშირება, სახურავის გაძლიერება, ხუფის ორმაგი საკეტები და გაძლიერება მტკიცე ფოლადით. წონის შემცირების მიზნით ფრთებისა და ხუფისთვის გამოყენებულ იქნა ალუმინის მასალა.

500ლ მოცულობის ბარგის სივრცის მქონე ტევადი სალონის და სიმძიმის დაბალი ცენტრის უზრუნველყოფის მიზნით, NX 450h+-ის 18.1 კვტ სიმძლავრის ლითიუმ-იონური ელემენტები განლაგებულია სალონის ძირის ქვეშ. ამ ახალი ელემენტის კომპლექტში გამოყენებულია 96 მაღალი მოცულობის ლითიუმ-იონური ელემენტის უჯრედი, რითაც მიიღწევა კომბინირებული 65 კმ-ის დაფარვის შესაძლებლობა (80 კმ ქალაქში) ელექტრულ (EV) რეჟიმში. NX 350h-სთვის ახლად შემუშავებული ლითიუმ-იონური ელემენტი, რომელიც განლაგებულია უკანა სავარძლების ქვემოთ, ხელს უწყობს როგორც სალონის დიდი სივრცის შენარჩუნებას, ასევე ავტომობილის საუცხოო სამუშაო მაჩვენებლებს. მსუბუქი ლითიუმ-იონური ელემენტი აუმჯობესებს დამუხტვის ეფექტურობას, ხოლო მისი კომპაქტურობა და გაგრილების სისტემა კი, უფრო მეტად ოპტიმიზებული გახდა.

ოთხივე ამძრავი თვლის სისტემის მქონე მოდელებზე სისტემა E-FOUR უზრუნველყოფს სტაბილურ მუშაობას და გზის ზედაპირთან მტკიცე მოჭიდებას რთულ რელიეფზე. ინოვაციური გადაცემათა კოლოფი E-FOUR გაძლიერებულია 54 DIN ცხენის ძალის სიმძლავრის ელექტროძრავით, რომელიც დაყენებულია უკანა ღერძზე, რაც უზრუნველყოფს მყისიერი აჩქარების მომენტს, საჭიროებისამებრ.    

უსაფრთხოება

  • უსაფრთხოების სისტემა LEXUS SAFETY SYSTEM +

    უახლესი უსაფრთხოების სიტემა Lexus Safety System + -ის დამსახურებით, ახლა თითქოს გყავთ მეორე მძღოლი, რომელიც გეხმარებათ იყოთ უსაფრთხოდ ნებისმიერ სიტუაციაში, ქალაქში მოძრაობისას თუ ავტომაგისტრალზე, დღისით თუ ღამით, გზაჯვარედინზე თუ ზოლის შეცვლისას.

  • ავტომობილიდან უსაფრთხოდ გადასვლის დამხმარე სისტემა

    უსაფრთხოდ გადმოსვლის დამხმარე სისტემა იყენებს ბრმა ზონის მონიტორს, რომ აკონტროლოს უკნიდან მიახლოებული ავტომობილები ან ველოსიპედები და საჭიროების შემთხვევაში იყენებს e-Latch-ს, რათა კარები დაკეტილი იყოს და შესაბამისად კარის გაღების დროს გამოწვეული ავარიული შემთხვევები შეამციროს 95%-მდე.

  • მულტიინფორმაციული მონიტორი

    7 დუიმიანი ფერადი TFT მონიტორი (თხელი ტრანზისტორი) ინტეგრირებულია ძირითად ხელსაწყოთა პანელში და ინფორმაციას გაწვდით ყველა ძირითადი მონაცემის შესახებ, მათ შორის უსაფრთხოების შეტყობინებებს და სანავიგაციო მითითებებს. უფრო დინამიკური მართვის სტილისთვის, მონიტორი იცვლის ვიზუალს იმის მიხედვით, თუ რომელი რეჟიმით მართავთ ავტომობილს: Normal, Eco თუ Sport რეჟიმით.

ძალზედ მტკიცე უსაფრთხოების კარკასის გარდა, მგზავრების დაცულობა გაძლიერებულია რვა გაუმჯობესებული უსაფრთხოების ბალიშით: ორდონიანი უსაფრთხოების ბალიში და მუხლის უსაფრთხოების ბალიში მძღოლისთვის; ერთდონიანი უსაფრთხოების ბალიში წინა მგზავრისთვის; ცენტრალური უსაფრთხოების ბალიში მძღოლსა და წინა მგზავრს შორის კონტაქტის შესამცირებლად; გვერდითი უსაფრთხოების ბალიშები წინა სავარძლებზე და ფარდისებრი უსაფრთხოების ბალიშები, რომლებიც მთელ სალონს გასდევს სიგრძეში.

თამამი დიზაინი

  • ახალი საფირმო ცხაური

    უახლესი NX-სთვის ჩვენს დიზაინერებს გადაწყვეტილი ჰქონდათ მიეცათ ახალი, მძლავრი შესახედაობა. შემუშავებულ იქნა უფრო დინამიკური ცხაური ინტეგრირებული ჩარჩოთი. ახალი დიზაინი არა მარტო ხელს უწყობს წონის შემცირებას, არამედ გამოკვეთს ავტომობილის დინამიკურ ხასიათს. მიმზიდველი უჯრედოვანი ნახვრეტების შესაქმნელად დამზადებულ იქნა თხელი U-ს მაგვარი კომპონენტები. და ბოლოს, ცხაურის ვერტიკალური დიზაინი ქვედა ნაწილში სამმაგი ჭრილებით, უზრუნველყოფს მომატებულ ეფექტურ გაგრილებას.

  • ოთხმაგი დიოდური მაშუქები

    ამ საუცხოო 4 პროექტორიან დიოდურ მაშუქებს გააჩნიათ შავი კანტი, რაც სახასიათო იერს ანიჭებს მათ. განათება გამოკვეთილია Lexus-ის L-ის მაგვარი დღისით ანთებული მაშუქებით (DRL).

  • LEXUS-ის ახალი განათება

    უკან, ახალი NX-ის მთელ სიგანეზე განლაგებულია Lexus-ის ახალი, ელეგანტური, საფირმო L-ის ფორმის მაშუქები. ავტომობილს ეძლევა ახალი, თანამედროვე იერი, ხოლო Lexus-ის განახლებული ემბლემა მოთავსებულია ავტომობილის ცენტრში.

ახალ NX-ში სავარძლების დიზაინი შეიცვალა, რათა გაუმჯობესებულიყო მართვადობა, ასევე შესანიშნავი მხარდაჭერა და კომფორტი გათბობის და ვენტილაციის კუთხით. შესაბამისი ერგონომიკული უზრუნველყოფისთვის, სავარძლების კიდეებს წელის მიდამოებში მიეცა შეზნექილი ფორმა, რაც ამცირებს იდაყვის კონტაქტს საჭის მართვის, სიჩქარეების გადართვის ან კონსოლის სათავსოს გამოყენების დროს. და ბოლოს, სავარძლების კიდეების სიმაღლე ისევ დაბალი დარჩა, რათა ავტომობილში ჩაჯდომა და გადმოსვლა ადვილი ყოფილიყო.

იქიდან გამომდინარე, რომ საჭეს და გადაცემათა კოლოფის ბერკეტს შეუძლია მართვით მიღებულ გამოცდილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს, დიზაინერებმა იმუშავეს Lexus-ის Takumi ოსტატებთან ერთად, რათა კონტაქტის ეს წერტილები საფუძვლიანად დაეხვეწათ. საჭესთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფორმას და განივ კვეთას, რათა მიღწეულიყო ჩინებული შეგრძნება და მართვის გაუმჯობესებული სტაბილურობა. ასევე შეიცვალა ცერა თითის დასადების და სენსორული გადამრთველების დიზაინი.

პრაქტიკული 60:40 პროპორციით კეცვადი უკანა სავარძელი შედის NX-ის ყველა მოდელის სტანდარტულ კომპლექტაციაში, რაც საშუალებას გაძლევთ, მარტივად მოათავსოთ დიდი ზომის ნივთები, მაგალითად ველოსიპედი ან სერფინგის დაფა. დაკეცილი უკანა სავარძლების წყალობით საკმარისი ადგილი რჩება დიდი მოცულობის ნივთების გადასატანადაც.

ინოვაციური ტექნოლოგიები

  • პანორამული სახურავი

    სახურავის ძელებთან ერთად კომბინაციაში ხელმისაწვდომი, შთამბეჭდავი შუშის პანორამული სახურავი ახლა უკვე იხსნება და ქმნის დამატებით სივრცეს სალონში. ის აღჭურვილია ელექტრულად რეგულირებადი გადასაწევი საფარით ინტენსიური მზის სხივებისგან დასაცავად. ასევე ხელმისაწვდომია ელექტრული ლუქით, გახსნისა და გაღების ფუნქციით , რაც ახალ NX-ში აძლიერებს თავისუფლების, სივრცის და სინათლის განცდას.

  • საბარგულის ელექტრული კარი

    საბარგულის ელექტრული კარის სწრაფი და რეაგირებადი დისტანციური მართვა საკმაოდ მოსახერხებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელები დაკავებული გაქვთ შენაძენებით. ხოლო, როდესაც გასაღები გიდევთ ჯიბეში ან ჩანთაში, საბარგულის გაღება ან დაკეტვა შესაძლებელია ფეხის მოძრაობით სენსორის წინ, რომელიც მოთავსებულია უკანა ბამპერის ქვეშ.

  • AC დენის შესაერთებელი

    NX 450h+ აღჭურვილია AC დენის ბუდით უკანა მარჯვენა ნაწილში, ისევე როგორც სალონის დამტენით 6.6 კვტ მაქსიმალური გამომავალი სიმძლავრით.

ავტომობილის შესახებ მონაცემების პროეცირება ხდება პირდაპირ საქარე მინაზე. უფრო განიერი, 10 დუიმიანი საპროექციო გამოსახულება საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ ნავიგაცია, უსაფრთხოების ფუნქციები, ინფორმაცია ავტომობილის შესახებ და აუდიო პარამეტრები ისე, რომ გზას თვალი არ მოაცილოთ. მისი მართვა ხორციელდება მარტივად, საჭეზე განლაგებული სენსორული გადამრთველების საშუალებით.

S-Flow ჭკვიანურად მართავს კლიმატს სალონში გარემო პირობების შესაბამისად, რითაც უზრუნველყოფს საწვავის შესანიშნავ ეკონომიას და ოპტიმალურ კომფორტს თითოეული მგზავრისთვის.

კავშირის სისტემა

  • 17 დინამიკიანი MARK LEVINSON®-ის აუდიო სისტემა

    ახალი, Mark Levinson®-ის 17 დინამიკიანი პრემიალური აუდიო სისტემა, რომელიც შედის NX 350h ლუქს კლასის და F SPORT კომპლექტაციებში, ადაპტირებულია NX-ის აკუსტიკურ მახასიათებლებთან. იგი ქმნის 7.1 არხიანი, სახლის ციფრული კინოთეატრის განცდას, ასევე გააჩნია Clari-Fi™-ფუნქცია - აღადგენს ხმას, რომელიც იკარგება MP3 ფორმატის ციფრული შეკუმშვის დროს.

    გაუმჯობესებული ჟღერადობის მისაღწევად დიდი მოცულობის 25სმ-იანი უკანა საბვუფერი დამალულია 20 ლიტრიან განყოფილებაში საბარგულის ძირში, სახლის Hi-Fi სისტემის დინამიკის მსგავსად, რომელიც საბარგულის სივრცეს არ იკავებს. სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის 10 დინამიკიანი პრემიუმიალური აუდიო სისტემა. იგი აღჭურვილია FM RDS ტუნერით, ციფრული აუდიო მაუწყებლობით, Bluetooth კავშირით და დიდი დინამიკებით, რომლებიც განლაგებულია წინა კარებში და უზრუნველყოფს უფრო მკვეთრ ჟღერადობას.

  • სმარტფონის ინტეგრაცია

    Android Auto® ან უსადენო Apple CarPlay® -ს წყალობით ახალი NX საშუალებას გაძლევთ ადვილად ნახოთ და გამოიყენოთ თქვენი სმარტფონის ზოგიერთი აპლიკაცია 9.8 ან 14 დუიმიან მონიტორზე.

თქვენ შეგიძლიათ დამუხტოთ თავსებადი სმარტფონები ან სხვა ელექტრო მოწყობილობები ინდუქციური უსადენო დამტენის საშუალებით. იგი ადრინდელ ვერსიასთან შედარებით მუშაობს 50%-ით სწრაფად, მოთავსებულია მოსახერხებელ ადგილას და გააჩნია შესანახი განყოფილება. იმისათვის, რომ თქვენი მოწყობილობ��ბი მუდამ იყოს დამუხტული და დაკავშრებული, NX აღჭურვილია ოთხი USB შესაერთებლით (წინა: 1 A-ტიპის + 1 C-ტიპის, უკანა: 2 C-ტიპის).

შეიგრძენით, თუ როგორია სრულიად ახალი NX-ის მართვა

მიიღეთ საოცარი გამოცდილება Lexus-ის ტესტ-დრაივით. პირველ რიგში, აირჩიეთ ავტომობილი, თქვენთვის სასურველი ადგილმდებარეობა და დრო, ხოლო დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ.

 

NX-ის გალერეა

აღმოაჩინეთ სრულიად ახალი NX-ის დახვეწილობა და მომხიბვლელი დიზაინი.

სხვა ქროსოვერები

POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/model-filter-results/ge/ka?model=ue%2Cnx%2Crx%2Crxl&fbclid=PAZXh0bgNhZW0CMTEAAaamrQLjT-FkDGtPLUEVgUrWvbXoMSgHYOgJtqKFI4-3gR0Ebiu8tm8M4hI_aem_zSCTdvjtMtmOf5wxKi1b5w

Forced client side injection based on cached strategy