1. New Cars
  2. ES
იყავით კონტაქტზე
ES შეუდარებელია გზებზე Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდის მე-4 თაობის ძრავით და მოწინავე უსაფრთხოების სისტემით Lexus Safety System +, რაც მართვის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. ახალი ES 300h კიდევ უფრო დაიხვეწა, მისი მულტიმედიური და კავშირის სისტემები კი ახალ დონეზე გადავიდა.
  • ES-ის გაყიდვები 3 მილიონის ნიშნულს მიღმა

                                                                                    ჩვენი ყველაზე პოპულარული სედანის, Lexus ES -ის გაყიდვები სამმილიონიან ნიშნულს გადასცდა. ეს შესაძლებელი გახდა დასავლეთ ევროპის ბაზარზე გამოჩენიდან 5 წლის შემდეგ.

  • ES 300h-ის საწვავის რეალური მოხმარების გამორჩეული შედეგი ADAC ეკოტესტის მიხედვით

    ADAC ეკოტესტი მომხმარებლებს გერმანიაში ეკოლოგიური მაჩვენებლების კომპლექსურად შეფასებაში ეხმარება.                                                                                                                                

  • ემოციური გამჭრიახობა

                                                                                                                                                                                ES 300h თვითდამუხტვადი ჰიბრიდის წარმოსადგენად, ჩვენ გამოვუშვით უნიკალური რეკლამა, რომელიც თქვენს ემოციებს კარგად შეესაბამება.                                                                                                                    

მზად ხართ დასაწყებად? აირჩიეთ თქვენი ძრავა

აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია:

7 არჩევანი

შედეგები არ მოიძებნა

  • ES - Comfort - 4 კარიანი სედანი

    ES Comfort

    4 კარიანი სედანი

    გაეცანით

    8 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X2
  • ES - Executive - 4 კარიანი სედანი

    ES Executive

    ჰიბრიდი
    4 კარიანი სედანი

    გაეცანით

    8 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X2
    ვარიატორი | 4X2
  • ES - Executive 1 - 4 კარიანი სედანი

    ES Executive 1

    ჰიბრიდი
    4 კარიანი სედანი

    გაეცანით

    8 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X2
    ვარიატორი | 4X2
  • ES - F-Sport - 4 კარიანი სედანი

    ES F-Sport

    4 კარიანი სედანი

    გაეცანით

    8 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X2
  • ES - F-Sport 1 - 4 კარიანი სედანი

    ES F-Sport 1

    4 კარიანი სედანი

    გაეცანით

    8 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X2
  • ES - F-Sport Design - 4 კარიანი სედანი

    ES F-Sport Design

    4 კარიანი სედანი

    გაეცანით

    8 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X2
  • ES - Luxury - 4 კარიანი სედანი

    ES Luxury

    ჰიბრიდი
    4 კარიანი სედანი

    გაეცანით

    8 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X2
    8 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X2
    ვარიატორი | 4X2

სამუშაო მაჩვენებლები

  • მტკიცე / მსუბუქი პლატფორმა

    ES 300h-ს გააჩნია საკმაოდ მტკიცე პლატფორმა/ძარა, რომელიც ავტომობილის გამორჩეულად რბილ და სტაბილურ სვლას უზრუნველყოფს. ხრახნების გაუმჯობესებული ლაზერული შედუღების, მსუბუქი მასალების და შეწებების უახლესი ტექნოლოგიის წყალობით, შემცირებულია წონა და გაზრდილია პროდუქტიულობა. ამას გარდა, ძრავის განყოფილებაში დაკიდების სისტემის სამაგრის დამჭიმები და უკანა დაკიდების სისტემის დიზაინშეცვლილი ელემენტი ზრდის ავტომობილის სიმტკიცეს.

  • მე-4 თაობის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი

    მე-4 თაობის თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ტექნოლოგიით, მაღალეფექტური 2.5 ლიტრიანი ატკინსონის ციკლის ძრავითა და მძლავრი ელექტროძრავით აღჭურვილი ES 300h ავითარებს 218 DIN ც.ძ. სიმძლავრეს ან 160 კვტ-ს. საწვავის მოხმარება შეადგენს 5.1 ლ-ს/100 კმ-ზე. იქიდან გამომდინარე, რომ ES 300h დროის დიდ ნაწილს ელექტრულ რეჟიმში მოძრაობს, CO2-ის ემისიების დონე ჩვეულებრივ სედანებთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალია (115 გ/კმ).

  • ელექტრული (EV) რეჟიმი

    დაბალ სიჩქარეებზე დაძვრისას, მძლავრ, წინა ელექტროძრავს მოქმედებაში მოჰყავს ES 300h, ელექტროენერგიის მიწოდება კი ხდება ჰიბრიდული ბატარეით. ავტომობილი თითქმის უხმოდ და 100%-ით ელექტრულ რეჟიმში მოძრაობს. ჩვენი თვითდამუხტვადი ჰიბრიდი არ საჭიროებს ქსელთან მიერთებას და შეუძლია ბენზინის გარეშე, ელექტრულ რეჟიმში იმოძრაოს.

2.5 ლიტრიან ბენიზნის ძრავში გამოიყენება სწრაფი წვის ტექნოლოგია, რისი წყალობითაც ერთ-ერთ ყველაზე თერმო-ეფექტურ ძრავად გვევლინება. შედეგად ვიღებთ გაზრდილ სიმძლავრეს, ემისიების დონის ან საწვავის ხარჯის მომატების გარეშე. ასეთ ეფექტს ხელს უწყობს პირდაპირი შემშვები არხები, სარქვლის გაზრდილი კუთხეები და ლაზერით დამუშავებული სარქვლის ბუდეები. ზეთის ტუმბოს ცვლადი ტევადობა, მრავალნახვრეტიანი საფრქვევლები და შემშვებ სარქველებზე აირგანაწილების ფაზების ჭკვიანი სისტემა (VVT-iE) კი უმაღლესი დონის ეფექტურობას უზრუნველყოფს.

ეს გადაცემათა კოლოფი, რომელიც 2.5 ლიტრიანი ძრავის მიერ გამომუშავებულ სიმძლავრეს რბილად ანაწილებს, ხიდის საერთო სიგრძის შემცირების მიზნით ელექტროძრავების მრავალღერძიან განლაგებით არის წარმოდგენილი. უფრო პირდაპირი გადაცემისა და კომპაქტურობის მისაღწევად, ტრადიციული პლანეტარული კბილანა შეცვლილია პარალელური კბილანა ლილვით და მულტიფუნქციური კბილანით.

ნიკელ-ლითონის ჰიდრიდული ბატარეა გათვლილია ავტომობილის მთელ საექსპლოატაციო პერიოდზე. მას მოქმედებაში მოჰყავს ელექტროძრავა და აგროვებს ენერგიას, რომელიც მოძრაობისა და დამუხრუჭების დროს გამომუშავდება. იგი განლაგებულია უკანა სავარძლის ქვეშ. ეს შესაძლებელი გახდა ბატარეის სიმაღლის მინიმიზირებით და გაგრილების უფრო კომპაქტური სისტემის გამოყენებით. ასეთი განლაგება ნიშნავს, რომ ბარგისთვის უფრო მეტი ადგილი დარჩება და ტვირთის განაწილების გაუმჯობესებით ავტომობილის მართვადობაც უმჯობესდება.

უსაფრთხოება

  • უსაფრთხოების სისტემა LEXUS SAFETY SYSTEM +

    Euro NCAP-მა, ES 300h "ყველაზე დიდ, უსაფრთხო, საოჯახო ავტომობილად" და "ყველაზე უსაფრთხო ჰიბრიდულ ავტომობილად" დაასახელა. ეს არის ისეთი ტექნოლოგიების დამსახურება, როგორიცაა უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System +, შეჯახების პრევენციის სისტემა, რაც ახლა უკვე მოიცავს ქვეითების ამოცნობის ფუნქციას ღამით და ველოსიპედის ამოცნობის ფუნქციას დღისით.

  • შეჯახების პრევენციის სისტემა

    შეჯახების პრევენციის სისტემას შეუძლია აღმოაჩინოს შემხვედრი ავტომობილები და ქვეითები დღისით, ასევე დაემატა ქვეითების ღამით და ველოსიპედების დღისით აღმოჩენის ფუნქცია. კამერის მგრძნობიარობის და დინამიკური დიაპაზონის წყალობით შესაძლებელი ხდება ავარიების რიცხვის შემცირება ღამის საათებში. მაგალითად, როდესაც მაშუქების სინათლის გამო შემხვედრი ავტომობილის წინ ქვეითის დანახვა გართულებულია. ამას გარდა, მილიმეტრული დიაპაზონის მქონე რადარის დაფარვის არეალიც საკმაოდ ფართოა, რაც ველოსიპედების დღისით აღმოჩენის საშუალებასაც იძლევა.

  • კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით

    ეს სისტემა იყენებს მილიმეტრული დიაპაზონის მქონე რადარის სენსორს და კამერას, რათა აღმოაჩინოს წინ მიმავალი ავტომობილი და შეინარჩუნოს სათანადო დისტანცია. თუ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალება ჩერდება, ასევე ჩერდება ES. როცა ის ანახლებს მოძრაობას, თქვენი ავტომობილიც განაგრძობს სვლას. ამ სისტემის წყალობით მძღოლს უმსუბუქდება ისეთ სიტუაციებში მართვა, როდესაც საჭიროა ავტომობილის ხშირი დაძვრა და გაჩერება.

ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა უზრუნველყოფს ავტომობილის ზოლის ცენტრში მოძრაობას. ამ სისტემას შეუძლია დახმარება აღმოგიჩინოთ მცირე რადიუსის მოსახვევებშიც. თუ სისტემა განსაზღვრავს, რომ თქვენი Lexus შეიძლება გადავიდეს ზოლიდან, ის ირთვება გადახვევის აღკვეთის რეჟიმზე და ავტომობილის ზოლის ცენტრში დაბრუნებას უზრუნველყოფს.

Lexus Safety System + მოიცავს გზაჯვარედინებზე მოხვევის დამხმარე სისტემას, რომელიც გზაჯვარედინზე მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევისას შემხვედრ ავტომობილებს და ქვეითებს აღმოაჩენს.

დინამიკური რადარიანი კრუიზ-კონტროლის გამოყენებისას, მოსახვევებში სიჩქარის შემცირების სისტემა ავტომატურად შეამცირებს თქვენი ავტომობილის სიჩქარეს, თუ განსაზღვრავს, რომ მოსახვევისთვის ასეთი სიჩქარე ძალზე მაღალია.

როდესაც სატრანსპორტო საშუალება, ქვეითი ან ველოსიპედი იმყოფება თქვენთან ახლოს, საავარიო სიტუაციებში საჭის მართვის დამხმარე სისტემა ამოქმედდება, რათა გაზარდოს ავტომობილის სტაბილურობა და არ მოხდეს შემთხვევით ზოლს მიღმა გადასვლა.

ჩვენი მოწინავე ადაპტაციური შორი განათების სისტემა (AHS) BladeScan® უზრუნველყოფს გაფართოებული ხედვის არეს ჩვეულებრივ შუქდიოდურ მაშუქებთან შედარებით. იგი სინათლის პროეცირებას ახდენს თორმეტი შუქდიოდის მეშვეობით სამართებლის ფორმის სარკეზე, რომელიც წუთში 6000 ბრუნის სიჩქარით ტრიალებს, ხოლო შემდეგ ლინზის მეშვეობით წარმოქმნის წინა მაშუქების შუქს. გულმოდგინედ ჩატარებული ტესტები აჩვენებს, რომ ქვეითების და საგზაო ნიშნების დანახვა შესაძლებელია უფრო ადრე (56 მეტრით წინ, მაშინ როცა ჩვეულებრივ სისტემებზე ეს მანძილი 32 მეტრს შეადგენს) ისე, რომ მაშუქებმა სხვა მძღოლებს თვალი არ მოსჭრას.

ES-ის უსაფრთხოება კიდევ უფრო გაზრდილია, მისი ყოვლისმომცველი დაცვის სისტემით, რომელიც 10 უსაფრთხოების ბალიშისგან შედგება. მათ შორისაა: მძღოლის, წინა მგზავრის და მუხლის უსაფრთხოების ბალიშები, ასევე წინა და უკანა გვერდითი და ფარდისებრი ბალიშები, რომლებიც ყველა გვერდით ფანჯარას ფარავს.

თამამი დიზაინი

  • წინა ცხაური

    Lexus-ის საფირმო ცხაური და სამმაგი შუქდიოდური წინა მაშუქები წარმომადგენლობით სედანს მიმზიდველ იერს ანიჭებს. ასევე აღსანიშნავია ავტომობილის დახვეწილი და ელეგანტური დიზაინი.

  • კუპეს მსგავსი სახურავი

    ES-ის გამორჩეული დიზაინი განპირობებულია დახვეწილი სახურავის ფორმით, შთაგონებული სპორტული კუპეთი და ტევადი სედანით, რითაც ხაზგასმულია ავტომობილის დაბალი დგომი და გაზრდილი აეროდინამიკური მახასიათებლები. ასევე უნდა აღინიშნოს ES 300h-ის საუცხოო დისკები და რუხი (Sonic Grey) ზედაპირი, რაც ავტომობილს სპორტულ იერს ჰმატებს.

  • სამმაგი შუქდიოდური წინა მაშუქები

    ეს მაშუქები შედგება ძალზე პატარა შუქდიოდური ბლოკებისგან, რომელსაც შუქის განაწილების ფუნქცია აკისრია. ის აღჭურვილია თანმიმდევრული მოხვევის ინდიკატორებით, ასევე გააჩნია მაშუქები ნებისმიერი ამინდისთვის, რაც ნისლის პირობებში კარგი ხედვის არეს უზრუნველყოფს. ადაპტაციური შორი განათების სისტემის (AHS) არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი ამინდის მაშუქები ღამით, ნისლის პირობებში ელვარების დონეს ამცირებს.

აირჩიეთ 17 დუიმიანი დისკები ორტონალური დამუშავებული ზედაპირით და რუხი ზედაპირით; ან აირჩიეთ 18 დუიმიანი დისკები ახალი ორტონალური ფერის შეხამებით, რომელიც აერთიანებს დამუშავებულ ზედაპირს და მუქ რუხ საფარს; ან გამოცადეთ 18 დუიმიანი ხმის ჩამხშობი ქრომირებული დისკები.

ინოვაციური ტექნოლოგია

  • ბრმა ზონის მონიტორი

                                                                                    უკანა ბამპერზე განლაგებული რადარები აღმოაჩენენ ავტომობილებს, რომლებიც გვერდით სარკეებში არ ჩანან. თუ მძღოლი აპირებს ზოლის შეცვლას და ავტომობილი ბრმა ზონაში შედის, შესაბამის გვერდით სარკეში გამაფრთხილებელი სიგნალი ჩნ��ება.

  • უკანა გადამკვეთი მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა

    უკანა გადამკვეთი მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა პარკირებისას, უკუსვლით ნელი მოძრაობის დროს შეჯახებისგან გიცავთ. ეს სისტემა მეთვალყურეობს ავტომობილის სივრცეს უკან და ახდენს სიჩქარის კორექტირებას, თუ ჩათვლის, რომ არსებობს სხვა ავტომობილთან შეჯახების რისკი. საჭიროების შემთხვევაში, სისტემა გაფრთხილებთ ხმოვანი სიგნალით, ასევე გამოსახულებით ეკრანზე და გვერდით სარკეებზე.

  • Lexus-ის პარკირების დამხმარე სისტემა / პანორამული ხედვის მონიტორი

    Lexus-ის პარკირების დამხმარე მონიტორი* უკუსვლით პარკირებაში გეხმარებათ. ცენტრალურ მონიტორზე ის გაჩვენებთ უკანა სივრცის ვიდეო გამოსახულებას და მიმართულების მაჩვენებლებს. შეზღუდულ სივრცეში მართვის გასამარტივებლად, ციფრული პანორამული ხედვის მონიტორი უზრუნველყოფს თითქმის 360 გრადუსიან ხედვის კუთხეს მთელი ავტომობილის გარშემო. ის ასევე გაწვდით თქვენი ES-ის ვირტუალურ, 3D სურათს, რაც ქალაქში ვიწრო ქუჩებში მანევრირებაში გეხმარებათ.

ავტომობილის მონაცემები პირდაპირ საქარე მინაზე აისახება ფერადი გამოსახულებით. ეს 260 მმ x 97.5 მმ-იანი საპროექციო გამოსახულება საქარე მინაზე შესაძლებლობას გაძლევთ შეამოწმოთ ნავიგაცია, უსაფრთხოების და აუდიო პარამეტრები ისე, რომ გზას თვალი არ მოაშოროთ.

Mark Levinson®-ის რევოლუციური აუდიო სისტემა შეიქმნა, რათა მძღოლი და მგზავრები შეუდარებელი ჟღერადობით დატკბნენ. სისტემა PurePlay რამდენიმე სახის ტექნოლოგიას იყენებს. შვიდი დინამიკი Unity™ განლაგებულია მთელ სალონში მხრების სიმაღლეზე, რომლის წყალობითაც უკანა მინის ქვემოთ მოთავსებულ ბასების დიდ დინამიკთან (265 მმ) ერთად უმჯობესდება აკუსტიკა და იქმნება ტონალური სინერგია.

12.3 დუიმიანი სენსორული მონიტორს მკაფიო გრაფიკა და არაერთი სანავიგაციო ფუნქცია გააჩნია, მაგ. "ინტერესის წერტილების ძებნა". რუკების ბოლო ვერსიების განახლება კი შესაძლებელია უსადენო ტექნოლოგიით. სისტემა მოიცავს მფლობელის ელექტრონულ სახელმძღვანელოსაც. ასევე, ხელმისაწვდომია შემდეგი ფუნქციები: ონლაინ-ტრაფიკი, პარკირების ადგილის და ბენზინგასამართი სადგურების ძებნა, ამინდის პროგნოზი და ძიება Google-ის დახმარებით.

უსადენო Apple CarPlay® და wireless Android Auto®-ს წყალობით, თქვენი სმარტფონის ზოგიერთ აპლიკაციაზე წვდომას ცენტრალური მონიტორის ეკრანზე მარტივად შეძლებთ.
გაიგეთ ჩვენი ტესტ-დრაივების შესახებ

ჩვენი ტესტ-დრაივის დაპირება

გამოცადეთ Lexus-ის ტესტ-დრაივი, აირჩიეთ ავტომობილი, ადგილმდებარეობა და ტესტ-დრაივის ხანგრძლივობა.
ციფრები მოყვანილია შედარების მიზნით. სხვა ავტომობილებს შეადარეთ მხოლოდ საწვავის მოხმარების და CO2-ის მონაცემები, რომელთა ტესტირება განხორციელდა იგივე ტექნიკური პროცედურებით. ეს ციფრები შეიძლება არ ასახავდეს მართვის რეალურ მონაცემებს. ყველა ავტომობილი სერტიფიცირებულ��ა საერთაშორისო ჰარმონიზებული მსუბუქი ავტომობილების ტესტირების პროცედურის (WLTP) მიხედვით.