1. New Cars

იმგზავრეთ პირველი კლასით

ცხოვრებაში არაფერზე თქვათ უარი, მათ შორის ელეგანტურ, ტევად და კომპაქტურ ავტომობილზე, რომელიც იდეალურია ბიზნეს საქმიანობისა თუ ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ დასვენებისთვის. მისი კომფორტული ინტერიერი და ძრავების არჩევანი სრულ თავისუფლებას განიჭებთ.

ერგონომიული ინტერიერი
იმუშავეთ, დაისვენეთ და ითამაშეთ
უწყვეტი სინათლე
ყოველდღიურად უფრო მარტივი

ერგონომიული ინტერიერი

შეიგრძენით კომფორტი ახალ დონეზე. გაუმჯობესებული საჭის, მძღოლის და მგზავრის მკლავის საყრდენების, სავარძლების გათბობის და სალონის ელეგანტური განათების წყალობით, Proace City Verso-ში სასიამოვნო და ელეგანტური გარემო იქმნება.

იმუშავეთ, დაისვენეთ და ითამაშეთ

ინტერიერის დიზაინის ჭკვიანი ფუნქციების დახმარებით შორ მანძილზე მგზავრობისას დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. ერგონომიული სავარძლების, ფართო სივრცის და მყარი, დასაკეცი მაგიდების წყალობით, რომლებიც თვითმფრინავის მაგიდას მოგაგონებთ, მგზავრებს უკანა სავარძლებზე მუშაობის, სწავლის და სრულ კომფორტში დასვენების შესაძლებლობა ეძლევათ.

უწყვეტი სინათლე

Proace City Verso-ს სალონში გვხვდება დიდი ფანჯრები და შუშის პანორამული სახურავი, რომელიც სალონს ბუნებრივი სინათლით ავსებს და კომფორტული გარემოს განცდას აჩენს.

ყოველდღიურად უფრო მარტივი

თუ გეჩქარებათ და საბარგულიდან რაიმე ნივთის აღება გსურთ, ამაში საბარგულის მოხერხებულად გასაღები ფანჯარა დაგეხმარებათ, რომელიც სწრაფად და მარტივად იღება, ისე რომ საბარგულის აწევა აღარ გჭირდებათ.

კომფორტული სალონი

Proace City Verso საოცრად კომფორტული და ტევადი ავტომობილია, სადაც შვიდი ადამიანი თავსდება. მისი ფართო, მოდულური ინტერიერი შეიძლება ხელახლა დაკონფიგურირდეს თქვენი სურვილისამებრ: ძარას გააჩნია ორნაირი სიგრძე, სავარძლების განლაგების რამდენიმე ვარიანტი, ასევე სავარძელი, რომელიც იკეცება და იწევა საჭიროების მიხედვით.

უნივერსალურობა და მოდულარობა

თქვენზე მორგებული სივრცე

Proace City Verso აერთიანებს გონივრულ დიზაინს, სადაც ინდივიდუალური ტიპის სავარძლებზე შესაძლებელია შვიდი ადამიანი მოთავსდეს, ასევე ადაპტირდეს მგზავრების რაოდენობის და ბარგის მოცულობის მიხედვით.

  • ძრავები

    გაიმრავალფეროვნეთ ცხოვრების სტილი

    Proace City Verso ხელმისაწვდომია ძრავების მოწინავე ვარიანტებით, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ სტილს მიესადაგება.

ტექნოლოგია

გამორჩეული და დაკავშირებული

Proace City Verso-ს დაკავშირებული სალონის წყალობით ნებისმიერი მგზავრობა უფრო მარტივი, უსაფრთხო და სასიამოვნო ხდება. ავტომობილის ციფრული სივრცე, მკაფიო გამოსახულების მონიტორი და რეგულირების მრავალმხრივი ფუნქციები მოიცავს ყოვლისმომცველ ფუნქციონალურობას და ინტუიციურად სარგებლობის შესაძლებლობას.

უსაფრთხოება

ყველაზე უსაფრთხო

Proace City Verso აღჭურვილია თავის კლასში საუკეთესო უსაფრთხოების ტექნოლოგიებით. Toyota-ს უსაფრთხოების სისტემები წარმოადგენს აქტიური უსაფრთხოების ტექნოლოგიების ნაკრებს, რაც უზრუნველყოფს თქვენს და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უსაფრთხოებას 24 საათის განმავლობაში. ქალაქის გზებსა თუ ავტომაგისტრალზე Proace City Verso საიმედოდ დაგიცავთ.

მძღოლის ჭკვიანი დახმარების სისტემები

წარმოიდგინეთ ისეთი ფურგონი, რომელიც თქვენსავით ძალისხმევას არ იშურებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია მოახდინოს. ჩვენს დროში, გადატვირთულ გზებზე Toyota-ს ჭკვიანი დაცვის სისტემების მიზანია, რომ აგარიდოთ შეჯახება და თქვენი უსაფრთხო მგზავრობა უზრუნველყოს.
  • ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი სისტემა, საჭის მართვის დამხმარე სისტემით

    Toyota Safety Sense-ის ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი სისტემა იყენებს კამერას, რის საშუალებითაც აფიქსირებს საგზაო ზოლებს და ზოლიდან გადასვლის შემთხვევაში, თუ ეს მოხდა მოხვევის მაჩვენებელი ინდიკატორის ჩართვის გარეშე, აფრთხილებს მძღოლს ვიზუალური და აუდიო სიგნალით. პარალელურად, ამოქმედდება საჭის მართვის დამხმარე სისტემა, რომელიც აკორექტირებს საჭეს და ავტომობილს აბრუნებს თავის ზოლში.

  • შეჯახების პრევენციის სისტემა (PCS)

    ჩვენი შეჯახების პრევენციის სისტემა დაგეხმარებათ აიცილოთ სხვა ავტომობილებთან, ქვეითებთან და ველოსიპედებთან შეჯახება. იგი მძღოლს აფრთხილებს ხმოვანი და ვიზუალური სიგნალების მეშვეობით და ეხმარება დამუხრუჭებისას. თუ მძღოლი დროულად დამუხრუჭებას ვერ ასწრებს, მუხრუჭები ავტომატურად მოქმედებს, რათა აღკვეთოს ან შეამსუბუქოს შეჯახება.

  • ადაპტაციური კრუიზ-კონტროლი (ACC)

    ეს სისტემა ინარჩუნებს წინასწარ მითითებულ, მინიმალურ დისტანციას თქვენსა და წინ მიმავალ ავტომობილს შორის. თუ აღნიშნული დისტანცია მცირდება, სისტემა ამცირებს ავტომობილის სიჩქარეს და მოქმედებაში მოჰყავს მუხრუჭები ასევე, სამუხრუჭო მაშუქები.

  • ავტომატური შორი განათების სისტემა (AHB)

    ავტომატური შორი განათების სისტემა აკონტროლებს გზას, რათა დააფიქსიროს საპირისპიროდ მომავალი ავტომობილის მაშუქები. თუ მაშუქებს აღმოაჩენს, შორი განათება ავტომატურად ირთვება ახლო განათების რეჟიმზე. ავტომობილის ჩავლის შემდეგ, სისტემა ისევ შორ განათებაზე გადაერთვება. შედეგად, ღამით მოძრაობა ყველასთვის უსაფრთხო ხდება.

  • ბრმა ზონის მონიტორი (BSM)

    ჩვენი ბრმა ზონის მონიტორინგის სისტემა აფრთხილებს მძღოლს ნებისმიერი ავტომობილის შესახებ, რომელიც შეიძლება გვერდით სარკეებში არ ჩანდეს. იგი განსაკუთრებით გამოსადეგია გასწრებისას.

აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია და ძრავა

აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია:

4 არჩევანი

  • PROACE CITY VERSO - SHUTTLE 5 SEATER - 5 კარიანი მგზავრების მიკროავტობუსი SWB

    PROACE CITY VERSO SHUTTLE 5 SEATER

    5 კარიანი მგზავრების მიკროავტობუსი SWB

    აირჩიეთ ძრავა:


    საწყისი ფასი

    65 900 ლარი

    6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი | 4X2
  • PROACE CITY VERSO - SHUTTLE 7 SEATER - 5 კარიანი მგზავრების მიკროავტობუსი LWB

    PROACE CITY VERSO SHUTTLE 7 SEATER

    5 კარიანი მგზავრების მიკროავტობუსი LWB

    აირჩიეთ ძრავა:


    საწყისი ფასი

    70 600 ლარი

    6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი | 4X2
  • PROACE CITY VERSO - FAMILY 5 SEATER - 5 კარიანი მგზავრების მიკროავტობუსი SWB

    PROACE CITY VERSO FAMILY 5 SEATER

    5 კარიანი მგზავრების მიკროავტობუსი SWB

    აირჩიეთ ძრავა:


    საწყისი ფასი

    84 100 ლარი

    8 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X2
  • PROACE CITY VERSO - FAMILY 7 SEATER - 5 კარიანი მგზავრების მიკროავტობუსი LWB

    PROACE CITY VERSO FAMILY 7 SEATER

    5 კარიანი მგზავრების მიკროავტობუსი LWB

    აირჩიეთ ძრავა:


    საწყისი ფასი

    88 500 ლარი

    8 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X2

აქსესუარები

მორგებული თქვენი ცხოვრების სტილზე

Toyota-ს ორიგინალი აქსესუარები ყოველთვის მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, იქნება ეს ველოსიპედის სამაგრები თუ ავტომობილის სახურავის სათავსოები. Proace City Verso-სთან ერთად ყველაფერს შეძლებთ.