ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

Mozilla – პირადი მონაცემების დაცვის ხ.დ.კ.

ჩვენ ხალხს მოგებაზე წინ ვაყენებთ.

ხალხისთვის დღესდღეობით უმეტეს შემთხვევაში არაა ნათელი, თუ რას უნდა ელოდონ იმ პროგრამებისა და მომსახურებებისგან, რომლებითაც სარგებლობენ. ტექნოლოგია, რომელიც მართავს ჩვენს ცხოვრებას, მეტად მრავალმხრივია და ხალხს არ აქვს საკმარისი დრო, რომ ღრმად გაერკვეს თითოეულ წვრილმანში. ეს ასევე ეხება Firefox-საც, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი განსხვავებული მოსაზრება და დამოკიდებულება არსებობს ამ ბრაუზერთან დაკავშირებით.

Mozilla პატივს სცემს და ზრუნავს თქვენი პირადი მონაცემების უსაფრთხოებაზე.

  • ჩვენ ვხელმძღვანელობთ პირად მონაცემთა დაცვის საფუძვლებით, რომლებიც გამოხატავს ჩვენს მიდგომას პირადულობის მიმართ Firefox-ის სამაგიდო და მობილურ ბრაუზერებში.
  • ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა საუკეთესო ხარისხის პროდუქტის მისაღებად.
  • ჩვენ სრულად გადავცემთ ხალხს თავიანთი მონაცემებისა და ინტერნეტცხოვრების მართვის სადავეებს.
  • ჩვენ ვიცავთ პრინციპს „არაფერი მოულოდნელობების“ შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ მთელი ძალისხმევით ვმუშაობთ, რომ ხალხის წარმოდგენა Firefox-ის შესახებ სინამდვილეს შეესაბამებოდეს.

მოცემული კითხვები და პასუხები დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ, თუ რას უნდა მოელოდოთ Mozilla-სა და Firefox-ისგან:

მე Firefox-ს ვიყენებ თითქმის ყველაფრისთვის ინტერნეტში. თქვენ Mozilla-ში ჩემ შესახებ უამრავი რამ იცით, ხომ ასეა?

Firefox, ბრაუზერი, რომელიც გაშვებულია თქვენს მოწყობილობაზე ან კომპიუტერზე, არის თქვენი კარიბჭე ინტერნეტში. თქვენი ბრაუზერი მართავს უამრავ ინფორმაციას იმ ვებსაიტებზე, რომელთაც ეწვევით, მაგრამ ეს ინფორმაცია, უმეტესად რჩება თქვენს მოწყობილობაზე. Mozilla, კომპანია, რომელიც უშვებს Firefox-ს, არ აგროვებს (თუ თავად არ მოითხოვთ).

მართლა არ აღრიცხავთ ჩემ მიერ მონახულებული გვერდების ისტორიას?

Mozilla იმაზე გაცილებით ნაკლებ ინფორმაციას ფლობს ხალხის ინტერნეტში საქმიანობის შესახებ, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. როგორც ბრაუზერის შემქმნელებისთვის, ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მომხმარებლებს ნებაყოფლობით გამოსაყენებელ ცალკეულ ხელსაწყოებს, რომელთა მეშვეობითაც მსურველები გაგვიზიარებენ ვებსივრცით სარგებლობის მონაცემებს. თუ დასინქრონებული გაქვთ მონახულებული გვერდების ისტორია სხვადასხვა Firefox-ებს შორის, ჩვენ არც ამ ინფორმაციასთან არ გვაქვს წვდომა – ვინაიდან გადაცემამდე იშიფრება თქვენივე მოწყობილობით.

აშკარაა, რომ ყველა კომპანია ინტერნეტში ყიდულობს და ყიდის ჩემს მონაცემებს. ალბათ, არც თქვენ განსხვავდებით მათგან.

Mozilla არ ყიდის და არ ყიდულობს არანაირ მონაცემებს თქვენ შესახებ.

მოიცა, აბა მაშინ როგორ შოულობთ ფულს?

Mozilla არაა ჩვეულებრივი დაწესებულება. ეს ერთობა ჩამოყალიბდა 1998 წელს ღია წყაროს მქონე პროექტის სახით, Mozilla არის განსაზღვრული მიზნის მქონე კომპანია, რომელიც მუშაობს ინტერნეტის სიჯანსაღის უზრუნველსაყოფად. Mozilla Corporation ძირითად შემოსავალს იღებს Firefox-ბრაუზერის, სხვადასხვა საძიებო სისტემებთან თანამშრომლობისა და მიწოდების ხელშეკრულებების მეშვეობით მთელ მსოფლიოში. ვრცლად ამ შემოსავლების შესახებ იხილავთ ჩვენს ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშში.

კარგი, ეს ყველაფერი გასაგებია. რა მონაცემებს აგროვებთ?

Mozilla ნამდვილად აგროვებს შეზღუდულ მონაცემებს Firefox-იდან, რაც გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ როგორ იყენებს ხალხი ბრაუზერს. ამის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს პირადულობის დებულებაში და გაეცნოთ სრულ დოკუმენტაციას მონაცემთა აღრიცხვისთვის.

ჩვენ ყველა საბუთს ვასაჯაროებთ, ასე რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაამოწმოს, სიმართლეს ვლაპარაკობთ თუ არა, მოგვახსენეთ, კიდევ რისი გაუმჯობესებაა საჭირო და გპირდებით, არაფერს დავმალავთ.

ეს საბუთები არაფრისმთქმელია ჩემთვის! შეგიძლიათ გარკვევით და მარტივი ენით ამიხსნათ?

არსებობს ორი სახის მონაცემები, რომელთაც ჩვენ აღვრიცხავთ Firefox-ის საბოლოო გამოშვებაში.

პირველია, ეგრეთ წოდებული „ტექნიკური მონაცემები“. ეს მონაცემები დაკავშირებულია თავად ბრაუზერთან და მოიცავს საოპერაციო სისტემის, შეცდომებისა და უეცარი გათიშვების შესახებ მონაცემებს.

მეორე არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით „ურთიერთქმედების მონაცემებს“. ეს არის მონაცემები, პირების ჩართულობის შესახებ Firefox-თან, როგორიცაა გახსნილი ჩანართების რაოდენობა, მომხმარებლის პარამეტრების მდგომარეობა ან ბრაუზერის გარკვეული შესაძლებლობების გამოყენების შემთხვევები, როგორიცაა ეკრანის სურათები ან სათავსები. მაგალითად, ჩვენ ამ მონაცემებს ვაგროვებთ უკანა ღილაკით (ეს ისარი ბრაუზერის მარცხენა ზედა კუთხეში, საშუალებას გაძლევთ დაუბრუნდეთ წინა გვერდზე) ისე, რომ გვაჩვენებს ვიღაცას უკანა ღილაკით, მაგრამ არ გვეუბნება, თუ რისი კონკრეტულ ვებგვერდებზე წვდომა.

Firefox-ის წინასწარ ვერსიებში უფრო მეტ მონაცემებს აგროვებთ?

დახარისხება. გარდა ზემოთ აღწერილი მონაცემებისა, უეცარი გათიშვისა და შეცდომების შესახებ ცნობებს ვიღებთ Firefox-ის წინასწარ გამოშვებებში.

ჩვენ შესაძლოა დამატებით აღვრიცხოთ მონაცემები წინასწარ გამოშვებაში, ჩვენი კვლევებისთვის. მაგალითად, ზოგიერთი კვლევა საჭიროებს იმას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „ვებსივრცეში მოქმედებების მონაცემებს“, რომელიც შეიძლება მოიცავდეს URL-მისამართებსა და სხვა ინფორმაციას გარკვეული საიტების შესახებ. ეს გვეხმარება კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემაში Firefox-ის გასაუმჯობესებლად, როგორიცაა მაგალითად, როგორ უნდა მოერგოს ცნობილი ვებსაიტები ცალკეულ ენებში.

Mozilla-ს წინასწარი გამოშვების Firefox განკუთვნილია შემუშავებისთვის და ხშირად ახლდება გამოსაცდელი შესაძლებლობებით. ჩვენ აღვრიცხავთ შედარებით მეტ მონაცემებს წინასწარ გამოშვებებში, ვიდრე საბოლოოში, რომ გავარკვიოთ როგორ მუშაობს ეს საცდელი შესაძლებლობები და მზადაა თუ არა საბოლოო გამოშვებისთვის. პარამეტრებიდან შეგიძლიათ შეაჩეროთ ამ მონაცემების გაგზავნა.

და საერთოდ, რატომ აღრიცხავთ მონაცემებს?

თუ ჩვენ არ გვეცოდინება როგორ მუშაობს ბრაუზერი და რომელ შესაძლებლობებს იყენებს მომხმარებელი, ჩვენ ვერ შევძლებთ მის გაუმჯობესებასა და თქვენთვის სასურველი უმაღლესი ხარისხის პროდუქტის მოწოდებას. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევიმუშაოთ მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც დაგვეხმარება საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაში მომხმარებელთა პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის დაცვით.

მონაცემთა შეგროვება მაინც მაწუხებს. შემიძლია გამოვრთო?

დიახ. მომხმარებლისთვის საკუთარი მონაცემების მართვის შესაძლებლობის მიცემა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ დებულებას წარმოადგენს. ამის უზრუნველსაყოფად Firefox-ში მოცემულია პირადულობის პარამეტრების გვერდი, რომელიც უფლებას უტოვებს ყველა მსურველს, თავად განკარგოს საკუთარი პირადი მონაცემები Firefox-ში. ამ გვერდიდანაა შესაძლებელი მონაცემთა აღრიცხვის შეჩერება.

და რას იტყვით ჩემი ანგარიშის მონაცემებზე?

ჩვენ მუდამ ვემხრობით მონაცემთა რაც შეიძლება მეტად შემცირებას, ამიტომ არ ვითხოვთ იმას, რაც არაა საჭირო.

თქვენ არ გესაჭიროებათ ანგარიში, რომ გამოიყენოთ Firefox. ანგარიშებს საჭიროებს მონაცემთა დასინქრონება მოწყობილობებს შორის, მაგრამ ამისთვის საკმარისია მხოლოდ ელფოსტის მისამართის მითითება. ჩვენ არ ვითხოვთ ისეთ მონაცემებს, როგორებიცაა სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი და სატელეფონო ნომერი.

ინფორმაციის გავრცელებისთვის თქვენ ასევე იყენებთ ციფრულ დარეკლამებას. ყიდულობთ თუ არა ხალხის მონაცემებს გამიზნული ინტერნეტრეკლამების შექმნისა და მიწოდებისთვის?

არა, ��ვენ არ ვყიდულობთ ხალხის მონაცემებს მიზნობრივი დარეკლამებისთვის.

ჩვენ ვთხოვთ ჩვენს თანამშრომელ სარეკლამო კომპანიებსაც, რომ გამოიყენონ მხოლოდ პირველადი მონაცემები, რომელთაც საიტები და გამომცემლები ფლობენ ყველა მომხმარებლების შესახებ ანუ მხოლოდ ის, თუ რომელ ბრაუზერსა და მოწყობილობას იყენებს.

კარგი, როგორც ჩანს თქვენ მართლა უზრუნველყოფთ ჩემი პირადი მონცემების უსაფრთხოებას.

დიახ, ნამდვილად ასეა.

იხილეთ ვრცლად, თუ როგორ ზრუნავს Mozilla ინტერნეტის უსაფრთხოებაზე.