მთავარიკულტურავენეციის კინოფესტივალის ჟიური ცნობილია

ვენეციის კინოფესტივალის ჟიური ცნობილია

ვენეციის წლევანდელი საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სრული სია უკვე ცნობილია. ჟიურის ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი უხელმძღვანელებს.

ვენეციის 81-ე კინოფესტივალის ორგანიზატორებმა უკვე გამოაქვეყნეს მთავარი კონკურსის ჟიურის სრული სია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ იზაბელ იუპერს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება ცნობილი კინორეჟისორების მთელი დასი: ამერიკელი კინორეჟისორი ჯეიმს გრეი, ბრიტანელი კინორეჟისორი ენდრიუ ჰაი, პოლონელი კინო და სატელევიზიო რეჟისორი, სცენარისტი აგნეშკა ჰოლანდი, ბრაზილიელი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი კლებერ მენდონსა ფილიუ, მავრიტანიელი კინორეჟისორი აბდერაჰმან სისაკო, იტალიელი კინორეჟისორი ჯუზეპე ტორნატორე და გერმანელი კინორეჟისორი და სცენარისტი ჯულია ფონ ჰაინცი. ჟიურიში ერთადერთი მსახიობი, თავად იზაბელ იუპერის გარდა, იქნება ჩინელი მსახიობი ქალი ჯან ძიი.

ვენეციის წლევანდელი კინოფესტივალი გაიხსნება რეჟისორ ტიმ ბარტონის ფილმით „ბიტლჯუსიბიტლჯუსი“, რომელიც 1998 წელს გამოსული ტიმ ბარტონის ამავე სახელწოდების ფილმის გაგრძელებაა. ამ ფილმში მონაწილეობენ მსახიობები მაიკლ კიტონი, უინონა რაიდერი, კეტრინ ო’ჰარაჯასტინ ტერუ, მონიკა ბელუჩიჯენა ორტეგა და უილემ დეფო – რომელიც ახლახან დაინიშნა  2025-2026 წლებისთვის დაგეგმილი ვენეციის ბიენალეს თეატრალური განყოფილები სამხატვრო ხელმძღვანელად.

ფილმი „ბიტლჯუსიბიტლჯუსი“ კინოეკრანებზე  4 სექტემბრიდან გამოვა.

ვენეციის კინოფესტივალის კონკურსში მონაწილე ფილმების სია 25 ივლისს გამოქვეყნდება. ეს ფესტივალი 28 აგვისტოს დაიწყება და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ავტორი: დევიდ მორიქონი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend