მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის თავდაცვას მალე  დასავლური  F16-ები გააძლიერებენ

უკრაინის თავდაცვას მალე  დასავლური  F16-ები გააძლიერებენ

უკრაინის ფრონტზე რუსულ ოკუპაციასთან გასამკლავებლად დასავლური ეფ-16 მულტიფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავები უკვე გზაშია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დანიიდან და ნიდერლანდებიდან გამოგზავნილი საფრენი აპარატების საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას უკვე  ზაფხულისთვის შეძლებენ.

ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მთავარი გამოწვევა ამ საფრენი აპარატების დაცვაცაა. არსებობს მოსაზრება, რომ ეს საფრენი აპარატები უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილი გახდება, რადგან ეფ16-ს შეუძლია როგორც საჰაერო სამიზნეებზე მუშაობა, ისე სახმელეთო ოპერაციების ჩატარება.

და როგორ მოქმედებს კრემლი ფრონტზე… სამხედრო მკვლევართა აზრით, რუსეთის საოკუპაციო არმია კომბინირებულ შეტევას მიმართავს. იერიშები,  რომლებიც ყოველდღიურად გრძელდება, სხვადასხვა შეიარაღების დახმარებით ხორციელდება.

მაგალითად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლო ინფორმაციით, ერთ დღეში რუსეთმა 15 ერთეული პლანირებადი ბომბი რამდენიმე ირანული წარმოების დრონთან ერთად გამოიყენა.

ამ ყველაფერს ხშირად სიღრმეში შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტებით იერიშიც ახლავს თან. სწორედ ამიტომ ითხოვს ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვას.

როგორც სამხედრო მიმომხილველები საუბრობენ, ეფ-16-ს შეუძლია ატაროს მძიმე ჰაერი-ხმელეთი კლასის მართვადი ბომბები, ასევე მართვადი რაკეტები როგორც სახმელე���ო, ისე საჰაერო სამიზნეებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სამხედრო თვითმფრინავი, რომლის ჩამოგდებაც შეუძლებელი იყოს, ცხადია, რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას უფრო დიდი თავის ტკივილი გაუჩნდება. უკრაინის ფრონტზე დამატებითი შეიარაღება, სამხედრო ექსპერტთა აზრით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ძირითადად რუსეთის საოკუპაციო არმია უკრაინულ ქალაქებს პლანირებადი ბომბებით უტევს. ამის მაგალითად ზელენსკიმ ხარკივი მოიყვანა, სადაც ერთ თვეში კრემლი 3500-მდე მართვად ბომბს აგდებს. როგორ შეცვლის საბრძოლო მოქმედებების ოპერატიულ სურათს ეფ-16-ები, ეს დროის ფაქტორია.

მანამდე კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გვერდზე ნორვეგიასა და ბელგიასაც გადაუხადა მადლობა იმისთვის, რომ მათ აიღეს ვალდებულება, მიაწოდონ კიევს მსგავსი შეიარაღება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend