მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის შეუქცევადი გზა ნატოსკენ

უკრაინის შეუქცევადი გზა ნატოსკენ

უკრაინა ნატოს წევრობის შეუქცევად გზაზე დგას  – ნათქვამია სამხედრო ალიანსის სამიტის დეკლარაციაში.

დოკუმენტის თანახმად, ნატოს 32 წევრ ქვეყანას გადაწყვეტილი აქვს, მომავალ წელს უკრაინას მინიმუმ 40 მილიარდი ევრო გამოუყოს. ალიანსის გეგმებშია კონკრეტული მექანიზმის შექმნაც, იმისათვის, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღებისა და წვრთნების კოორდინაცია წარმატებით შედგეს.

უკრაინის მომავალი ნატოშია – მკაფიოდ ითქვა ეს სიტყვები ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე. და ჩაიწერა სამხედრო ალიანსის დეკლარაციაშიც. უკრაინა, რომ ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას და მას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ მიატოვებს, ამაზე თანხმდება ნატოს 32 ქვეყანა.

საავტორო უფლება – Adrian Wyld/AP

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას აირჩიოს უსაფრთხოების ზომები და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, გარე ჩარევის გარეშე. უკრაინის მომავალი ნატოშია… უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადი ხდება ალიანსთან. ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც უკრაინამ მიაღწია ვილნიუსის სამიტის შემდეგ საჭირო დემოკრატიული, ეკონომიკური და უსაფრთხოების რეფორმების გატარებით… რადგან უკრაინა აგრძელებს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელობის საქმეს, ჩვენ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ნატოში წევრობის მიწვევას უკრაინა მიიღებს მას შემდეგ, რაც ალიანსის წევრები ამ საკითხზე შეთანხმდებიან და შესრულებულi იქნება საამისო პირობები…“ – ნათქვამია ნატოს დეკლარაციაში.

ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განიხილა ის თუ როგორ გეგმავს ალიანსი უკრაინის დახმარებას მომავალ წელს.

“ჩვენ შევთანხმდით უკრაინის უსაფრთხოებისთვის ნატოს დახმარების პაკეტზე და წვრთნების დაწყების თაობაზე. ნატო კოორდინაციას გაუწევს უკრაინული ძალების წვრთნას. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გრძელვადიან განვითარებას. ეს არ გახდის ნატოს კონფლიქტის მხარეს, მაგრამ ეს დაეხმარება უკრაინას. ასევე შევთანხმდით, რომ 40 მილიარდი ევრო არის ის მინიმალური ზღვარი, რომელსაც მომავალ წელს უკრაინა ნატოსგან მიიღებს და ნატოს მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალ წლებშიც. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ იმიტომ, რომ ომის გახანგრძლივება გვინდა. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვინდა ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა დამარცხებაა, მაგრამ ეს მშვიდობას არ მოიტანს. ეს მოიტანს ოკუპაციას. ამიტომ, ჩვენ თუ არ გვინდა უკრაინის დამარცხება, ჩვენ თუ არ გვინდა პუტინთან ქედი მოვიხაროთ,  ჩვენ უნდა დავრჩეთ ჩვენი გადაწყვეტილებების ერთგული.“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ნატოს დეკლარაციაში საუბარია რუსეთზეც… და სწორედ მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა უკრაინაში ომზე და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვაზე..

„არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს რუსული ძალებისა და ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა და ომის დანაშაულები…  არც საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევები. რუსეთი არის პასუხისმგებელი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე. ჩვენ ვგმობთ რუსეთის საზარელ თავდასხმებს უკრაინელ ხალხზე.. თავდასხმას საავადმყოფოებზე, სკოლებზე, სამშობიაროებზე, საცხოვრებელ სახლებზე. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ეს ომი და სრულად, უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან… ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან”, – ნათქვამია ნატოს დეკლარაციაში.

ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო 75-ე სამიტი 9 ივლისს დაიწყო.

ალიანსის შეხვედრებზე ყურადღების ცენტრში უკრაინის დახმარება და ერთობლივი თავდაცვის საკითხებია. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend