მთავარისაქართველოსამოქალაქო საზოგადოება - “აირჩიე ევროპა”

სამოქალაქო საზოგადოება – “აირჩიე ევროპა”

7 ივლისს ახალი სამოქალაქო მოძრაობის – “აირჩიე ევროპა” პრეზენტაცია გაიმართა. მოძრაობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს აერთიანებს.

“აირჩიე ევროპის” მიზანი ერთობლივი მუშაობაა იმისთვის, რომ პროდასავლური ამომრჩევლის ინტერესებისთვის ყველაფერი გაკეთდეს. ისინი, ვინც ახალ პლატფორმას უერთდებიან, აცხადებენ, რომ როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც ამომრჩევლის ინფორმირებაზე იმუშავებენ და შეეცდებიან, რომ ყოველი ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირება მხოლოდ დაპირებად არ დარჩეს.

ახალი პლატფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტიც გამოვიდა.

“დღეს ჩვენი ხელისუფლება უარს ამბობს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებზე, ანუ უარს ამბობს საქართველოს თავისუფლებაზე. ამიტომაც არის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი. ვისაც დამოუკიდებელ საქართველოში გვინდა ცხოვრება, ვირჩევთ ევროპას. ჩვენი მოძრაობა სწორედ ამ თავისუფლების, საქართველოს ევროპული მომავლის, ევროპული არჩევანის დასაწერად და დასაცავად იქმნება. შეჩერდა ევროკავშირში გაწევრების პროცესი, ნატოს სამიტის დეკლარაციაში საქართველოსთან პარტნიორობაზე აღარ არის საუბარი. ვკარგავთ ყველაფერს, რაზეც დღემდე დგას ქართული სახელმწიფო”, – ხათუნა ლაგაზიძე.

“პირველი შეგრძნება ერთობისა გვქონდა 9 აპრილს, როდესაც ვიდექით იმ მოედანზე. მაშინ ხალხი არ შედრკა, იდგა უძრავად, როდესაც ჩვენკენ საშინელი ხმით წამოვიდა საბჭოთა ტანკები. დღეს კიდევ ერთხელ ვდგავართ არჩევანის წინაშე. ეს წარმოუდგენელი, მოულოდნელი განცდაა.. მაგრამ ახლაც უსათუოდ ვირჩევთ [ევროპას], უსათუოდ ვიქნებით ყველანი ერთად. ჩვენ ერთად უსათუოდ მივაღწევთ გამარჯვებას”, – ლანა ღოღობერიძე.

“მე მეამაყება ჩვენი ახალგაზრდობა, რომელიც ასეთი ერთიანია. გაჩნდა იმედი, რომ შეიძლება რაღაც შევძლოთ. ილია ჭავჭავაძის სიტყვებს მოვიშველიებ და ვიტყვი- რაც შენი სამოქმედოა სხვა ნუ დაელოდები. რატომ ევროპა? რატომ უნდა გავაგებინოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ევროპისკენ გვინდა სხვლა. ის გზა, რომელიც მიგვიყვანს იმ ნათელ მომავალთან, ის გზა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია. ამ გზიდან გადახვევა კი არ შეიძლება. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ევროპის ნაწილი, ყოველთვის ვიყავით ორიენტირებული ცივილიზებული სამყაროსკენ. ევროპა დღეს ჩვენი ხსნაა და ჩვენ ეს გზა აუცილებლად უნდა ავირჩიოთ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მსოფლიო მოგვისმენს და ჩვენი ხალხიც გამოფხიზლდება… დღეს არჩევანის წინ ვდგავართ და ჩვენ ევროპა უნდა ავირჩიოთ”, – ნინო სუხიშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend