მთავარიამერიკააშშჯო და ჯილ ბაიდენებმა ნატოს ლიდერებს თეთრ სახლში ვახშამზე უმასპინძლეს

ჯო და ჯილ ბაიდენებმა ნატოს ლიდერებს თეთრ სახლში ვახშამზე უმასპინძლეს

ჯო და ჯილ ბაიდენებმა თეთრ სახლში ნატოს მაღალჩინოსნებს ვახშამზე უმასპინძლეს. როგორც ცნობილია, მიმდინარე კვირას ვაშინგტონში ნატოს 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი მიმდინარეობს. ფორმალური და არაფორმალური შეხვედრებით ბაიდენი ცდილობს, აჩვენოს ყველას, რომ მას ჯერ კიდევ აქვს ძალა იმუშაოს ასეთ მაღალ თანამდებობაზე. ბოლო დროს, განსაკუთრებით საპრეზიდენტო დებატების შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რამდენად შეუძლია ბაიდენს, ქვეყანას უხელმძღვანელოს.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა გუშინ თეთრ სახლში ნატოს მაღალჩინოსნები მოიწვიეს. ბაიდენი მიმდინარე კვირას მსოფლიო ლიდერებს ვაშინგტონში ნატოს სამიტის ფარგლებში მასპინძლობს, სადაც მრავლად იმართება როგორც ფორმალური და არაფორმალური შეხვედრები, ისე ხანგრძლივი დიპლომატიური ვახშამი. ბაიდენის მიზანია, აჩვენოს ყველას, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია, წარმატებით იდგეს შეერთებული შტატების სათავეში, მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეს საპრეზიდენტო დებატებში მის გამოსვლას კრიტიკა მოჰყვა.

სულ უფრო მეტად სუსტდება ბაიდენის კამპანია. ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტზეა დამოკიდებული, უნდა დარჩეს თუ არა იგი საპრეზიდენტო რბოლაში. ცნობილ მსახიობსა და დემოკრატთა შემომწირველ ჯორჯ კლუნსაც მიაჩნია, რომ მან არ უნდა წამოაყენოს კანდიდატურა. დემოკრატ სენატორებსა და კანონმდებლებსაც უკვე ეპარებათ ეჭვი, რამდენად შეძლებს იგი რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის დამარცხებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend