მთავარისაქართველოირაკლი კობახიძემ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაზე ისაუბრა

ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.

„მინდა გამოვეხმაურო ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო”, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

პრემიერის თქმით, ეს გადაწყვეტილება არ პასუხობს ქვეყნის ხელისუფლების მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, რადგან გასული 4 წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე ამ ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება. მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან ურთიერთობის დასალაგებლად.

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძისა და მოქალაქის დაპირისპირებაზე. მისი თქმით, ახალგაზრდა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრს სიტყვიერად დაუპირისპირდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend