მთავარისაქართველო“დღეს გზა ევროპისკენ გაიყინა”, - სალომე ზურაბიშვილი

“დღეს გზა ევროპისკენ გაიყინა”, – სალომე ზურაბიშვილი

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის შეწყვეტილი დახმარება, პასუხია საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებების. 

პრეზიდენტის შეფასებით, დღეს ევროპისკენ გზა გაყინულია, რაზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას ეკისრება. სალომე ზურაბიშვილმა დასავლელი პარტნიორების შეფასებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის, რაც ხდება ნატო-ს სამიტზე და რა განცხადებებიც კეთდება, საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

“დღეს გზა ევროპისკენ გაიყინა. ხელისუფლებამ ეს გზა გაგვიყინა. ამით გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციას; ამით უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. ვიყავი ნაწილი იმ კამპანიის, რომელმაც ჯერ „ოცნება“ მოიყვანა სათავეში, მერე კი, მე ვიყავი საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი. ყველა ეს კამპანია, ჩვენი საგარეო კურსი, ქვეყნის განვითარება იყო სწორედ იმაზე აგებული, რომ გვეშენებინა ევროპული სახელმწიფო. გადაუხვიეს ამ გზას და ჩვენ გაგვყინეს. დღეს რაც ხდება ნატო-ს სამიტზე, ის განცხადებები, რაც გაკეთდა, ის შეწყვეტილი დახმარება ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, ეს არის სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის. დარჩა ცოტა დრო – 100 დღე. ეს დრო ცოტაც არის და ბევრიც იმისთვის, რომ საზოგადოებამ თქვას თავისი სათქმელი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend