მთავარისპორტიგულშემატკივრების ღლიცინი სოციალურ მედიაში ევრო 2024-ზე უსაფრთხოების პრობლემებს იწვევს

გულშემატკივრების ღლიცინი სოციალურ მედიაში ევრო 2024-ზე უსაფრთხოების პრობლემებს იწვევს

სპორტის ქომაგები ტურნირებზე განსაკუთრებულ გარემოს ქმნიან. ფეხბურთში კი, მათ მეთორმეტე მოთამაშის სახელითაც ვიცნობთ…

ევრო 2024-ის მიმდინარეობისას ქომაგების როლი მატჩების მიმდინარეობისას კარგად გამოჩნდა.

ქვეყნების ეროვნული ნაკრებების გულშემატკივრებს განსაკუთრებული გარემოს შექმნასთან ერთად თამაშებზე ქაოსის მოტანაც შეუძლიათ.

ევრო 2024-ის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც გულშემატკივარმა მატჩების მიმდინარეობისას უსაფრთხოების ნორმები დაარღვია, ფეხბურთელებს ესროდნენ ჭიქებს, ან მოედნებზე ცდილობდნენ შესვლას.

სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ მანამდე ფეხბურთის ქომაგებს საყვარელ სპორტსმენებთან მხოლოდ ფოტოების გადაღება უნდოდათ, ახლა მათი მიზანი სოციალური მედიისთვის ექსკლუზიური მასალის შექმნაც გახდა.

პატარა ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუსთან სელფის იღებს ევრო 2024-ის მიმდინარეობის დროს გერმანიაში Copyright Michael Probst/Copyright 2024 The AP

ერთ-ერთი იუტუბერი ტურნირის მასკოტის ფორმით მოედანზე შეიპარა, თან პლატფორმისთვის იღებდა ვიდეოს, რომელსაც 3 მილიონი ნახვა აქვს.

„გულშემატკივრის მოედანზე შეპარვა და კუმირთან ფოტოების გადაღება ძველი ტრადიციაა, მაგრამ ახლა ამას უფრო მეტი ადამიანი აკეთებს. ისინიც, ვისაც ფეხბურთელებთან გადაღებული ფოტოები სოციალური ქსელისთვის სჭირდებათ“, – ამბობს რონან ევაინი, Football Supporters Europe-ის დირექტორი.

ექსპერტები ამბობენ, რომ ჩემპიონატების დაცვის პერსონალის უკეთესი მომზადება და აკრედიტაციების გაცემის პროცესის მეტად გაკონტროლებაა საჭირო. ასევე თვლიან, რომ აუცილებელია სტადიონზე უბედური შემთხვევების დროს ევაკუაციის გეგმის გაუმჯობესება.

„გასასვლელების გახსნა მარტივი არაა, ამიტომ მასობრივი პანიკის დროს, როდესაც ასობით ან ათასობით ადამიანი ერთად ცდილობს გასვლას, დაზიანებისა და სიკვდილის რისკი უფრო მაღალია. ამ პრობლემის გადახედვა კი, აუცილებელია, რადგან ბოლო 18 წლის განმავლობაში ამ მხრივ არაფერი შეცვლილა“, – თქვა ჰანს-უოლტერ ბორისმა.

საფეხბურთო მოედანთან ახლოს ჯდომა და მატჩის ყურება მაყურებლისთვის უფრო სასიამოვნოა, მაგრამ ეს უსაფრთხოების პრობლემასაც ზრდის. ფეხბურთელების დაცვა და გულშემატკივრების გაკონტროლება ასე უფრო რთული ხდება.

საფეხბურთო მატჩებზე ხშირია ქომაგების დაპირისპირებაც. მაგალითად, 18 ივნისს საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ნაკრებებს შორის გამართულ მატჩზე ქომაგები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. უეფამ ორივე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციები დააჯარიმა.

თურქი და ქართველი გულშემატკივრების დაპირისპირება ევრო 2024-ზე Copyright REUTERS/Wolfgang Rattay

UEFA-ს მიერ დაჯარიმებულებს შორის ასევე სხვა ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებიც იყვნენ…

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება. UEFA-ში ამბობენ, რომ შეუძლებელია თითოეული გულშემატკივრის გაკონტროლება, თუმცა ევრო 2024-ისთვის უსაფრთხოების ნორმები ჩემპიონატის დაწყებამდე გაამკაცრეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend