მთავარისაქართველოლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა

1–5 ივლისის კვირაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების აქციების ფასი როგორც კვირის, ისე თვის ჭრილში გაიზარდა, თუმცა მიღწეული დონე კვლავ ჩამოუვარდება აპრილში დაფიქსირებულ რეკორდულად მაღალ მაჩვენებლებს.

კერძოდ, „საქართველოს ბანკის ჯგუფის” აქციების ფასმა ერთ კვირაში 3,35%-ით მოიმატა, ერთთვიან ინტერვალში კი, ზრდამ 12,86% შეადგინა.

გასულ კვირას უფრო მასშტაბური იყო „თიბისი ბანკის ჯგუფის” აქციების ფასის ზრდა (7,2%), თუმცა ერთ თვეში მატება უფრო მოკრძალებული აღმოჩნდა (9,76%).

ერთკვირიან ინტერვალში 7,14%-ით გაიზარდა „საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი, თუმცა ერთი თვის განმავლობაში ამ კომპანიის აქციების ფასმა ყველაზე მეტად მოიმატა, მთელი 18,51%-ით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend